|
2020-04-28 11:49:17, 1285 ნახვა
კომენტარი
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება, კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია
"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება, კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანება აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, დღეს სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ეს იყო ორი-სამი თვის წინ. აქედან გამომდინარე საჭიროა უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების გეგმების დასახვა და აღსრულება. "პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ეფექტიანად და დროულად განახორციელა კომპლექსური ღონისძიებები ახალი კორონა ვირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შეკავებისა და გავრცელების დაყოვნების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ მიღწეული შედეგები სათანადოდ შეფასდა საზოგადოების მხრიდანაც. მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც უდგას, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება. კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია. ამავე დროს უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაავადების ეფექტიანი მართვა და მკურნალობა ყველა დონეზე. დღეს სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ეს იყო ორი-სამი თვის წინ. აქედან გამომდინარე საჭიროა უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების გეგმების დასახვა და აღსრულება. გაერთიანება გამოდის ინიციატივით სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება რაც უშუალოდ აისახება COVID-19 ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის, კერძოდ: ⦁ პირველ რიგში, უნდა მოხდეს ყველა სამედიცინო დაწესებულების სრულად აღჭურვა პერსონალური დაცვის საშუალებებით, ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური COVID-19-ით ინფიცირებული. ⦁ გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ, მკურნალობის მეთოდების განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო, პროფესიულ პლატფორმებზე, ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საყოველთაოდ აღიარებული (მტკიცებულებაზე დაფუძნებული) მკურნალობის მეთოდები, საჯარო კლინიკური დისკუსიები მოსახლეობაში არასწორი დასკვნების გაკეთებას უწყობს ხელს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდების განხილვები გადაიქცა კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობაში ჩართულ სპეციალისტებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, სადაც დარგის ექსპერტებსა და პროფესიულ თემს შეეძლება მსჯელობა დაავადების დიგანოსტიკის, კლინიკური მართვის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. ⦁ არ უნდა შეფერხდეს მრავალი ადამიანის სამედიცინო დახმარება. რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ. Guidance და არა Guideline, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პანდემიის პირობებში გეგმიური პროცედურების მაქსიმალურად გადავადების და ამავე დროს გამოიყოფა ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობის გადავადება არ იქნება მიზანშეწონილი. ⦁ ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის უნდა მოხდეს მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა, რომელიც მათი სახელფასო განაკვეთების გაზრდას მოემსახურება. ასევე უნდა განიხილებოდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებული ექიმებზე კომპენსაციის გაცემის საკითხები. ამასთან, აღნიშნული აქტივობები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს. ⦁ ასევე უნდა განისაზღვროს კომპენსაციები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ვეღარ ახერხებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, რადგან აღნიშნულ კლინიკებში სხვა სერვისების მიწოდება შეჩერებულია. გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფოს, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამედიცინო ასოციაციების ჩართულობითა და მონაწილეობით", - განაცხადეს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)