|
2020-04-25 14:00:31, 1772 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა და ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა
უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა და მსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე კომენტირებისას. მან განცხადებაში აღნიშნა ასევე, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ ქართული არამედ სტრასბურგის სასამართლოების მხრიდანაც დამნაშავედ არის ცნობილი. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, მე მინდა ჩემს უკრაინელ კოლეგებსაც შევახსენო, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ქართული სასამართლოების მხრიდან არის ცნობილი დამნაშავედ და არის ძებნილი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც არის მიჩნეული გირგვლიანის საქმეზე როგორც სისტემური დანაშაულის მთავარი დირიჟორი და ორგანიზატორი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეყოფათ გონიერება ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურა არ იქნება მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ეს აისახება ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და გასაფრთხილებელია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)