|
2020-04-25 09:46:31, 1558 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გეგმა, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, ანტიკრიზისულ გეგმაში, ეფექტიან ეკონომიკურ ნაბიჯებთან ერთად, უდიდესი ადგილი უკავია მოქალაქეთა დახმარების პროგრამებს. „ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი, რომ ამ კრიზისის პირობებში არცერთი ადამიანი არ დარჩეს მზრუნველობის გარეშე. პაკეტი სხვადასხვა შეღავათებთან და სოციალურ პროგრამებთან ერთად მოიცავს იმ მოქალაქეების თანხობრივ დახმარებას , რომლებიც პანდემიამ დააზარალა და დატოვა შემოსავლის გარეშე”, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლება ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს. „ ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ძალიან მძიმე, რთულ მდგომარეობაში. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება . ერთია პანდემიის პირობებში Covid-19-თან ბრძოლა, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. დღეს ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი გახნის გეგმაც და ამ პროცესში უნდა ვიყოთ ყველა, როგორც მთავრობა , ისე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ადამიანი ძალიან ფრთხილად. მეორე მიმართულება ეს არის ეკონომიკური ვითარება. ვიცით, თუ რამხელა დარტყმა მიიღო მთელმა მსოფლიომ ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ თუ რას აკეთებს მთავრობა, როგორ ჩააქროს ცეცხლი, როგორ დაეხმაროს იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ამ ვირუსის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ რეალობისა და შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი. ეს თანხები, რა თქმა უნდა, გადანაწილებული იქნება სხვადასხვა ფორმით და ამაზე დღეს ვრცლად ისაუბრა პრემიერ მინისტრმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)