13:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 17:11:30, 2310 ნახვა

ეკონომიკა
მერძევეობის დარგის განვითარების მიზნით ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები; არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე პროექტებშიც.

ახლად შექმნილი პროექტის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების  განვითარების ხელშეწყობა - ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. 

პროგრამა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება. 

პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი,  რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი და პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics