10:23 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 16:34:01, 1255 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი - ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად

 „ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც  გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად“, - ამის შესახებ სოფლი მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითავილმა განაცხადა.

მანვე დაამატა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება და ამის საპასუხო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან იქნება.

"ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც  გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად, რაც უპასუხისმგებლოა და პოლიტიკური ეთიკის ნორმებს ცდება. რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი გლეხები და ეს ჩვენი გულისტკივილია. ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება და ამის საპასუხო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან იქნება.

ჩვენ ვეხმარებით ფერმერებსა და ორგანიზირებულ მყიდველებს კომუნიკაციაში. არვისთვის ექსკლუზიური უფლება არ მიგვინიჭებია, ჩვენ არ შეგვირჩევია რომელიმე სავაჭრო ქსელი ან კომპანია.  „ჯიბე“ არის ერთ-ერთი, რომელიც დღეს ეხმარება ფერმერებს.  იცით, რომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო პირობებია, არის შეზღუდული მობილობა. იქიდან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ შესაძლებელია სავაჭრო ქსელის წარმომადგენლების, დისტრიბუტორების, მყიდველების ჩასვლა, პროდუქციის შეძენა და შემდგომ რეალიზიება. იცით, რომ ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში, ისინი უფრო მეტად სხვადასხვა მშრალი პროდუქტის, ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების  რეალიზებას ახდენენ. ამ შემთხვევაში „ჯიბე“ არის კომპანია, რომელმაც მოახერხა სწრაფად  გადაწყობა. ის არა საცალო ვაჭრობის, არამედ საბითუმო ვაჭრობის პრინციპზეა აწყობილი. მან ორგანიზებულად მოახდინა უფრო მეტი პროდუქციის შეძენა და გამოტანა ვიდრე სხვა მყიდველებმა. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ათობით სხვა კომპანიაც, რომელიც ახორციელებს მოსახლეობისგან პროდციის შესყიდვას. არანაირი ესქსკლუზიური უფლება არ არსებობს. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს, რომლებიც ამ რთულ სიტუაციაში ახდენენ მოსახლეობიდან პროდუქციის შესყიდვას მაშინ, როცა შუალედური რგოლი  შეზღუდვების გამო ვერ ფუნქციონირებს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics