02:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 12:51:52, 1475 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო მონაცემების მიხედვით აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება და აღნიშნული გადაწყვეტილების გარშემო, ყველა უნდა გაერთიანდეს.

მანვე დასძინა, რომ ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ზოგი დღესვე ითხოვს, არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი.

„ყველა მონაცემებიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, დღეს ამისათვის შევიკრიბეთ. ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება, ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს, ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი, დღეს პოპუპილზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა, ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics