|
2020-04-22 12:42:22, 1332 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - არ შეიძლება თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფებლი განცხადებები, არ გვეკადრება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა, როდესაც ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პიკის ფაზაში შედის, არ შეიძლება მოდუნება. როგორც პრეზიდენტმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე აღნიშნა, მთავრობისა და ექიმების კოორდინირებული მუშაობის დამსახურებაა ქვეყანაში არსებული სიტუაცია. მანვე დასძინა, რომ მაშინ, როდესაც ექიმები და ჯანდაცვის პერსონალი დაუღალავად შრომობენ, არ შეიძლება მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი შეფასებები. „საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით, პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთის მხრივ, მთავრობის დროული და ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. ამიტომ, მგონია არ შეიძლება ამ დროს ექიმების და ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხყოფელი განცხადებები, ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებეთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას, ამის კიდევ ერთი მაგალითია, გუშინდელი ჩემი საუბარი, გაერთოს გენერალურ მდივანთან, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმაებები, ამით უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად არ უნდა მვიეცეთ თვითკმაყოფილება, არ შეიძლება მოდუნება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო გამძიმებას გამოიწვევს, მთავარია შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლ ქვეშ და ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, იყოს მათთვის ადგილები, როგორც აქამდე შევძელით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)