|
2020-04-21 17:36:13, 1434 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - 24 აპრილს ხელისუფლება ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს
პრემიერ-მინისტრის პრეს სპიკერის თქმით 24 აპრილს, პარასკევს სახლემწიფო საქართველოს ეკონომიკის აღსადგენ, ანტი კრიზისულ გეგმას წარადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტი კრიზისული გეგმა ორი ნაწილისგან - სოციალური დახმარების და ბიზნესის დახმარების ანტი კრიზისული ნაწილისგან შედგება. “მოგეხსენება, რომ ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშოაბს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ. პირველ ეტაპზე გავატარეთ აუცილებელი ზომები. მათ შორის იყო სამი თვით კომუნალურების დაფარვა, 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ 9 პროდუქტზე არ გაიზარდოს ფასები. ასევე დაწესდა საგადასაახადო შეღავათები ბიზნესისათვის და სამი თვით მოხდა საბანკო ვალდებულებების გადავადება, როგორც მოქალაქეებისთვის ასევე ბიზნესისათვის. შემდეგ ეტაპზე უკვე გამოჩნდა, ის უპრეცენდენტოდ დიდი შრომის შედეგი , რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწია და იმ თანმიმდევრული რეფორმების შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ, საქართველომ და მისმა მთავრობამ შეძლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სამ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მობილიზება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორებისაგან. პარასკევს, 24 აპრილს საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტი კრიზისული გეგმის პროექტს, რომელცი იქნება ორი ეტაპისგან შემდგარი: მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტი კრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტი კრიზისული გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)