|
2020-04-21 13:09:29, 14324 ნახვა
ომი უკრაინაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს. ,,რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, სასიხარულოა ის რომ ჩვენ 2 გამოჯანმრთელებული გვყავს, ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობს ბათუმში. რა თქმა უნდა ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კი რეგიონის მასშტაბით საგანგებო რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის დარღვევისთვის, მეორე კი საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)