|
2020-04-21 12:41:15, 12507 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - მინდა, ვუთხრა ყველას, ერსა და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახლა დგება მომენტი, როცა ყველა ერთად უნდა გადარჩეს და ქილიკის დრო არ არის. მისი თქმით, ახლა ქილიკის დრო არ არის, რადგან ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე უხილავი მტერი გვაზის. „მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დაირგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, სამწუხაროდ, გვეშინია ჩვენც, რადგან ჩვენც შეიძლება, გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს. მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)