03:52 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 18:24:54, 1120 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - აჭარაში კოვიდის მართვა ხორციელდება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აჭარაში Covid-19 მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა და კლინიკებში არსებული სერვისების მიწოდების ხარისხს ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური საავადმყოფო, პირადად მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე ბრძანდებოდა და მართალი გითხრათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე. ეს არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო თავისი დიზაინით, აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით ", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა ცხელების ნიშნების მქონე და Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მისაღებად უმოკლეს დროში აღიჭურვა, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა და ამ ეტაპზე უკვე მიიღო 20 პაციენტი. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად ჯამში 4 კლინიკაა მობილიზებული.

თენგიზ ცერცვაძის თქმით საავადმყოფო კარგ დროს გაიხსნა, ახლა, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება თანამედროვე კლინიკები, რომლებიც მზად არიან მიიღო პაციენტები და საუკეთესო სტანდარტებით უმკურნალოს.

პროფესორ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით ბათუმის კლინიკა „მედალფა" არის ერთ-ერთი საუკეთესო. „ძნელია ასე ცალსახად თქვა, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა საქართველოში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ყველა გაგებით. კლინიკა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომით. ექიმები და მენეჯმენტი იყენებს ყველა სიახლეს, რაც კი არსებობს მსოფლიოში და რაც ნებადართულია ოფიციალურად", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან, ბათუმის კლინიკა „მედალფაში" სტუმრობის შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics