|
2020-04-16 17:33:50, 2053 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის რეკომენდაციების მიხედვით, ნათელია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს საზოგადოებრივი დანიშნულების ხელითშეხებადი ღილაკები (ლიფტი, ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი) წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge, რომლის მიზანია, სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას. სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, გარდა ამისა მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია 200 ღილაკს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს. ღილაკების რეალიზაციისთვის sensor.ge-ს პროექტის მთავარი პარტნიორები იქნებიან ლიფტების მომსახურე და მწარმოებელი კომპანიები. პროექტი ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმის სრულად დასრულებას ერთი მოდიფიკაციის ღილაკზე და პირველადი რაოდენობის სერიულ წარმოებას. sensor.ge გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე. შექმნილი რაოდენობის პროდუქტის შეთავაზება მოხდება პირველადი საჭიროების მქონე დაწესებულებებისათვის: საავადმყოფოები და სახელმწიფო ორგანიზაციები, პირველადი რაოდენობის რეალიზაციის შემდგომ კი - საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისთვის - სადარბაზოებში არსებული ლიფტების სენსორის რეჟიმზე გადასაყვანად. კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი ლიფტის ღილაკების რეალიზაციაა იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ მშენებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)