04:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:27:51, 1028 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის არაერთი უსუსური მცდელობის მიუხედავად, მთავრობა, ჩვენი სახელმწიფო, ხალხთან ერთად აუცილებლად გამოვა გამარჯვებული

"ჩვენ ისეთი ხელისუფლება გყავდა „ნაცმოძრაობის“ სახით და ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომ ჩემში პირადად არავითარ გაკვირვებას აღარ იწვევს მათი ასეთი უმსგავსო და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკლესიური ქმედებები. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ და მე ვიცი მათი განზრახვა, რომ მათი სურვილი იყო ეკლესიის კარების დაკეტვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფოს ჩამოშლა", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და მთავრობას უწევს ჭიდილი 2 ფრონტზე - ერთი უხილავ მტერთან და მეორე, ხილულ მტერთან.

„მე არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ეს ადამიანები რასაც სჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა მტრობა და ბოროტება. მათი უსუსური მცდელობის მიუხედავად, ვერაფერში ვერ დასდეს მთავრობას ბრალი და ბოლოს ისიც იკადრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო ქველმოქმედება ამორალურად გააკრიტიკეს. უპრეცედენტო შეიძლება მათთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ოპოზიციის ამ მცდელობების მიუხედავად, მთავრობა ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics