18:49 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 19:24:20, 14563 ნახვა

ომი უკრაინაში
მეცნიერებმა COVID-19-ის ადამიანის გულზე ზემოქმედების რისკები შეაფასეს

აშშ-ში არსებულ სამედიცინო და საგანმანათლებლო ფონდ კეიო-ს მედიკოსებმა, ახალი კორონავირუსის ადამიანის გულზე ზემოქმედების გზები და რისკები და შედეგები გამოიკვლიეს. სტატია სამედიცინო პორტალ MedicalXpress-ზეა განთავსებული.
მეცნიერების მტკიცებით SARS-CoV-2-მ გულის ფიზიოლოგიური მაჩვენებლები შეიძლება შეცვალოს. ზოგჯერ ეს ცვლილებები ანთებითი რეაქციის შედეგად ვითარდება, ზოგჯერ კი მწვავე ინფექციური სტადიის დროს,როცა ინფექცია გულის კუნთში აღწევს  და იქ ახალ დაავადების კერას ქმნის. მედიკოსებმა აგრეთვე  გულის 2 ტიპის  დაავადება დაასახელეს, რომლების დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ - პირველი დაავადება გულის უკმარისობაა, ხოლო მეორე არითმია გახლავთ. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ არითმია ადამიანს მას მერე შეიძლება გაუჩნდეს , რაც ის COVID-19-ით დაინფიცირდება. 
კვლევის შედეგად COVID-19-ის ინფექციის გულზე ხანგრძლივი ზემოქმედების რისკი ვირუსის სიახლის ფაქტორისგამო ვერ დადგინდა, მაგრამ მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ინფექციის მწვავე ნიშნები დაუფიქსირდა ის განკურნებიდან 1 წლის მანძილზე მაინც მომავალში რისკების შემცირებისთვის ,კარდიოლოგის კაბინეტის სისტემატიური სტუმარი უნდა გახდეს. 
ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ყველაზე პოპულარული მსხვერპლის პორტრეტი აღწერეს, მათი თქმით ჩინეთში SARS-CoV-2-ისგან ყველაზე ხშირად საშუალო ასაკის ზევით (50+) მამაკაცები კვდებიან, რომლებსაც ქრონიკული ინფექციური დაავადებები გააჩნიათ. რისკის განსაკუთრებულ ჯგუფში ჰიპერტონიის, გულის მანკის და დიაბეტის მქონე მოქალაქეები აღმოჩნდნენ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics