18:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 14:02:53, 1234 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - კოვიდ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, პროცესში ვიმყოფებით

"კოვიდ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, პროცესში ვიმყოფებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, სწორედ ამიტომ, უნდა დავიცვათ გაცემული რეკომენდაციები, რადგან მინიმუმადე დავიყვანოთ ზიანი.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს ჩვენ ინფიცირების 200-ზე მეტი ფაქტი გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავაც გვქონდეს მოლოდინი, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს და ყველა ბიზნესობიექტის წარმომადგენელს, რომ უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის შემოღებული და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან.

კოვიდ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, პროცესში ვიმყოფებით და, მხოლოდ და მხოლოდ, რეგულაციების დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითეულ ჩვენგანს, თანამოქალაქესა და სამედიცინო პერსონალს შევუმსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics