|
2020-04-08 12:29:59, 1067 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაციონალი მოძრაობის“ ხელისფლების მიმართ საერთაშორისო დონეზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი არავისთვის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგნელებისთვისაც, ვინც ეს მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. მისივე თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ბუნტის ჩახშობა ან რაიმე სპეცოპერაცია, არამედ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. „ყველასთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ცნობილი ფრაზა პარლამენტში გამოსვლის დროს - ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არამც და არამც არ იყო მიმართული კრიმინალის წინააღმდეგ. ეს იყო ზოგადი გზავნილი მთლიანად საზოგადოების მიმართ, რომ ის ვინაც არის ჩვენთან ის არის ჩვენიანი, დანარჩენი კი, ყველა არის მტერი. თუ დააკვირდებით, რაც კი მძიმე დანაშაულები ხდებოდა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მხრიდან, რიგ შემთხვევებში, ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამას არ მალავდნენ და მიზანმიმართულად აკეთებდნენ. ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას ჰქონოდა შიში იმიტომ, რომ „დემოკრატიის ფარადას" ამოფარებული, მათი ძალაუფლების შენარჩუნება გადიოდა და ეფუძნებოდა ძალადობას", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე შეფასებით, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ეს არის შავი ლაქა და სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომელმაც დღესაც ვერ გაბედა ეს დანაშულები ეღიარებინა და ზოგიერთ მათგანს დიდხანს პოლიტიკურ პატიმრებს ეძახდნენ. „„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ბატონი ზოდელავა საუბრობდა, რომ თეა წულუკიანმა განზრახ წააგო ეს საქმე სტრასბურგში, რაც სამარცხვინო განცხადებაა. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ და ბოდიში მოიხადონ, თეა წულუკიანს აბრალებენ, რომ არ დაიცვა ბაჩო ახალაია, რომლის ძალადობაც და სისასტიკეც ცნობილია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. რამდენიმე კვირის წინ კი, როდესაც ბატონი ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მატროსოვის ციხეში არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ ისინი ყველანი უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათი რეალური პოლიტიკური იდეოლოგია და დამოკიდებულება ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ, რომ არა ბოდიში და არა ის, რომ ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ და ამას ვაღიარებთ, არამედ ის, რომ ამ მწამებლებს, სადისტებს ჩვენ გამოვუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)