07:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 17:24:58, 1471 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი - აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას შეძლებენ მხოლოდ მაშინ თუ ისინი დაიცავენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტებს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, როემლებიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში მაშინ ისინი შეძელებენ ფუქნციონირებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, შეზღუდული იქნება სტანდარტში გაწერილი დროის მიხედვით.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით, რომ საინფორმაციო სივრცეში იყო კითხვები აგრარული ბაზრის ფუნქციონირებაზე,  ამის გამო განვმარტავთ შექმნილ სიტუაციას.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, გადაწყვეტიელაბ იქნა მიღებული აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შემდეგს: იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღიურად იცვლება მდგომარეობა ქვეყანაში, გადაწყვეტილებები სწრაფად და ადეკვატურად მიიღება, შექმნილი რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში. გათვალისწინებულია ექიმების რეკომენდაციებიც. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დიდწილად წარმოადგენდნენ დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველ ადგილს. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც ადგილზე არსებულ სპეციალურ შტაბებს შეეძლებათ.

აგრარული ბაზრების არსებობა შესაძლებელია, მხოლოდ იმ არსებული სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, რომელიც გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამნისტროსთან.

თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებითაც იყო გადაწყვეტილება მიღებული. ეს უკავშირდებოდა იმ რისკებს რაც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ სადეზინფექციო სამუშაობები სწრაფად ჩატარებულიყო.

 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, როემლიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში მაშინ ისინი შეძელებენ ფუქნციონირებას, ძრითადად საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics