|
2015-08-11 16:21:29, 507 ნახვა
საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე ინიშნება
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე ინიშნება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს. რატი ბრეგაძეს 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, ჰამბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და დოქტორანტურა. არის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. არის 10 სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის მონოგრაფიის ავტორი. 2015 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნული სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრსა და მთავრობის ადმინისტრაციას დაავალა. სკოლა 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. სწორედ, აღნიშნული სკოლის შექმნა და ჩამოყალიბება იქნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის რატი ბრეგაძეს საკურაციო სფერო. სკოლის ძირითად მიზანთა შორის არის საბაზისო ტრეინინგ პროგრამის შექმნა, რომლის გავლა ყველა იმ პირს მოუწევს, ვინც საჯარო სექტორში გეგმავს მუშაობას. ასევე შეიქმნება კურიკულუმი იმ სპეციფიური უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომელიც საჯარო მოხელეებს კარიერულ ზრდაში დაეხმარება. ზოგადად, სკოლა საჯარო სამსახურის რეფორმის ინსტრუმენტი იქნება - შესაბამისად ტრეინინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების მორგება კანონის ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს გათვალისწინებით მოხდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში. ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს, აგრეთვე იგეგმება შემდეგი პროგრამების განხორციელება: პარტნიორი უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამა; კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამა; საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)