2020-04-06 18:06:04, 13732 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტია, საიდანაც 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებითი ტესტირებისათვის გაიგზავნა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის კლინიკას დატოვებს. „ამ ეტაპზე კლინიკაში არის 64 პაციენტი. აქედან 51 არის ინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებულმა 2-მა პაციენტმა დღეს დატოვა კლინიკა. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კლინიკაში კრიტიკული პაციენტების განყოფილებაში მკურნალობს 6 პაციენტი. აქედან ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც იყო 62 წლის დღეს გაიგზავნა განმეორებით ტესტირებაზე ლუგარში ანალიზები და თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი ალბათ, ამ დღებში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, გასულია რამდენიმე საათი, ამ ეტაპამდე ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. იმედია ასე გაგრძელდება და ეს ქალბატონი რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, რომელიც შემოსულია ჩვენს კლინიკაში რამდენიმე დღის უკან, კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრესი სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. დინამიკა შენარჩუნებულია უარყოფითი დინამიკის გარეშე. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია. განსაკუთრებით კი ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, რომელიც არის 67 წლის და რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. მისი ვიტალური პარამეტრები აღნიშნული სიმპტომური მკურნალობის შედეგად ნარჩუნდება. ორსულ ქალბატონებს რაც შეეხებათ, მათთან კლინიკური გამოვლინებები კორონავირუსით დამახასიათებელი ამ ეტაპამდე არ ვლინდება. გვყავს 2 ორსული. რაც შეეხება თერაპილ განყოფილებას, იქ წევს 29 პაციენტი, რომელთაგანაც 29-ვე კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული აქვს მწვავე პნევმონია რესპირატორული დისტრესინდრომის გამოვლინებებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|