20:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 13:21:19, 1332 ნახვა

კომენტარი
იმნაძე - მედ პერსონალის დაავადება კვლავ მოხდება, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია

პაატა იმნაძის განცხადებით, მედ პერსონალი, რომელიც დაავადების მუდმივ საფრთხეში იმყოფება და გადაღლილია, მათი დაინფიცირება სრულად გასაგებია.

მისი თქმით, ნებისმიერი პატარა შეცდომა თუნდაც პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში ოდნავ დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო.

„ბოლო 24 საათში იყო 18 შემთხვევა,  ისინი უკვე ცნობილ კლასტერს მიეკუთვნებიან და შეიძლება გადაიკვეთოს ორი კლასტერი ერთმანეთთან.

ახალ შემთხვევებში გვაქვს ორი საყურადღებო შემთხვევა რომელთა კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მედ პერსონალის დაინფიცირებას გასაგებია, რომ მედ პერსონალი არის რისკის ქვეშ, მათ შორის არიან დამხმარე სამედიცინო პერსონალი ასევე ექიმიც და ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, რადგან ძალიან ძნელია ყველა იმ წესის თანმიმდევრული დაცვა, როდესაც გადაღლილია პეროსნალი მუშაობით და შეიძლება პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში ოდნავი დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო, რისი თვიდან აცლიებაც შეუძლებელია.

მინდა ასევე დავაზუსტო, ამ შემთხვევაში ექიმი არ არის სამედიცინო პერსონალის დასნევოვნების ფაქტორი, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი საოჯახო კლასტერი, რომელიც ძალიან ხშირია ჩვენ ქვეყანაში. დაავადებულების უმრავლესობა არიან ერთი ოჯახის წევრები.

აქედან გაომომდინარე ეს შემთხვევაც არის, როგორც ოჯახური კონტაქტი და არა პროფესიული კონტაქტის დროს დასნევოვნებული ადამიანი და ეს მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან.

ის მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა დაინფიცირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ვისთანაც იყო კონტაქტში მოძიებულია და დამყარებულია მეთვალყურეობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics