07:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 12:31:59, 1325 ნახვა

კომენტარი
განათლების მინისტრი - ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება

„ეს სემესტრი აუცილებლად შეგდება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში და დადებითად შეფასდა პროექტი ტელესკოლა და ასევე დისტანციური სწავლების მეთოდიც.

„განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს პირველ არხთან ერთად, პროექტი ტელესკოლა, რომელიც გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩველად აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული სხვა ღონისიძიებებიც, დისტანციური სწავლების, კერძოდ ეს გახლავთ პროგრამები, რომელიც სკოლების მიერაა გამოყოფილი დისტანციური სწავლებისთვის როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში.

ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics