18:25 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 11:24:17, 11876 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცია გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა კლინიკურად უარყოფითია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციით, მათთან მოთავსებულია 42 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც კლინიკურად უარყოფითია.

მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვადასხვა კლინიკებიდან რამდენიმე პაციენტია გადმოყვანილი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის. კლინიკურად სახეზეა ამ პაციენტთანაც COVID ინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი გენმოდინამიკის რღვევით. რაც შეეხება კიდევ სამწუხარო ინფორმაციას, მინდა გითხრათ, რომ არის ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის, რომელიც გუშინ არის ჩვენს კლინიკაში შემოსული და აქაც დადასტურებულია COVID ინფექცია. პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა რენიმაციულ-კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითია კლინიკურად. მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია პაციენტი გადაყვანილი იქნას აპარატზე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ერთის კრიტიკულია. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას აქაც აქვს მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი გულის მწვავე უკმარისობით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics