15:05 - 28 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 13:13:22, 1578 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს და ვზრუნავთ ექიმების უსაფრთხოებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სახემწიფო მუდმივად აკონტროლებს და აძლიერებს სტაციონარულ სექტორს და ავსებს მარაგებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყველა ობიექტის მზაობას ამოწმებენ იმას თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ექიმები უსაფრთხოდ მოემსახურონ პაციენტებს და ასევე ყველა დეტალურ მონაცემებს თუ რა არის საჭირო ექიმების თავდასაცავად.

 “მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. მას მრავლობითი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, ხოლო კორონავირუისი ინფექციის ფონზე განუვითარდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. აქედან გამომდინარე ჩვენი ექიმების მცდელობაც აღმოჩნდა წარუმატებელი რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით.

ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და რათქმაუნდა ჩვენ ვაგრძლებეთ კვლევეას ამ კლასტერში თუ არიან კიდევ დამატებით ინფიცირებულები.

დღეის მდგომარეობით ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, აქედან 28 გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვალებული.

მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ ექიმებს ამ მძიმე ბრძოლაში და მინდა გავამხნევო ისინი, დარწმუნებული ვარ ისინი ამ რთულ ბრძოლაში მიაღწევენ სასურველ შედეგებს.

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ  ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს, ისევე როგორც ჯანდავის პირველად რგოლს. აქედან გამომდინარე ჩვენ ადგილზე ვანხულობთ ობიექტების მზაობას და ვეცნობით თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ისინი უსაფრთხოდ მოემსახურონ პაციენტებს და ასევე ყველა დეტალურ მონაცემებს რა არის საჭირო ექიმების თავდასაცავად.

რაც შეეხება ტესტების მარაგებს, სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მარაგების შევსებაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მამების სკოლა“ - „თეგეტელი“ მამების ახალი გამოცდილება
“ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოშია
The Hill - ფრონტერას დამფუძნებელი ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი