09:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 13:36:04, 1255 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმს მინდა პირსონალური მადლობა გადავუხადო

სოფლის ექიმებზე მინდა ვისაუბრო და პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო, ბოლნისის სოფელ კაპანახჩის ექიმს - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ სოფლის ექიმის და ბოლნისის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის საშუალებით დადგინდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი შემთხვევა.

„სოფლის ექიმებზე მინდა ვისაუბრო და პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო, ბოლნისის სოფელ კაპანახჩის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ვებ გვერდზე დევს. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ ჩვენი ვებ გვერდის წაკითხვის შემდეგ შეძლო შემთხვევის ამოცნობა.

ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცავის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას, რომელმაც ასევე პერსონალური ტრეინინგის გარეშე ყველა ინფორმაციას ფლობდა და სწორედ ასე შეძლეს მათ ეპოვნათ ერთი ყველაზე მნიშნელოვანი შემთხვევა და კვლავ მათი დახმარებით შევძელით გამოგვეკვლია ყველა ინფიცირებულის კონტაქტები , რომლებიც ათეულობით იყო.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით 110 შემთხვევაა დაფიქსირებული 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან “, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics