|
2020-03-30 18:22:43, 1510 ნახვა
კომენტარი
გახარია - ყველა დაწესებულებას, რომელიც ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი
ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ მედიასაშუალებების მუშაობას შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნილია მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საგანგებო შტაბი. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - რა თქმა უნდა, მედია თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, იქნება ეს ბანკი, თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უდიდესი და უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ამ ვირუსის და ინფექციის პირობებში, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანებთან, იმ მოქალაქეებთან, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. სპეციალური საკოორდინაციო შტაბი შექმნილია ამისთვის, იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც, დისტრიბუციის ქსელებსაც, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებსაც", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)