|
2020-03-30 15:57:02, 1476 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა დგება
„საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა დგება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, „ეს დამოკიდებულია იმ მონაცემებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია ქვეყანას და იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება“. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება. „თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)