22:26 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კალაძე: ვიმუშავებთ, რომ თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს

თბილისის მერია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ჯეჯელავა: დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდა თურქულ სექტორზე მოსწავლეები, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დემირელის სკოლას ავტორიზაციაზე უარი აღმოჩენილი დარღვევების გამო ეთქვა. მისივე თქმით, ყველაზე მძიმე დარღვევა კი ის იყო, რომ „დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდა  თურქულ სექტორზე მოსწავლეები, რომლებიც  რეალურად საქართველოში არ იმყოფებიან“.

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე  განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს.

“ვისოლმა” “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

“ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით 5-7 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ჩატარდება.

 

ირმა ინაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

 

საგანგებო შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო შემოფრენა განახორციელეს

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
პრინცი უილიამი და ჰერცოგინია ქეითი მესამე შვილს ელოდებიან

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მესამე შვილს ელოდება, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

 

ანგელა მერკელი: ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

 

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ევროკომისია თურქეთის პოლიტიკით კვლავ უკმაყოფილოა

ევროკომისია თურქეთში პოლიტიკის გაუმჯობესებას ვერ ხედავს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტოვე ერნსტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ქართული ექსპორტიორი კომპანიები „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სავაჭრო მისიებში მონაწილეობენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ორგანიზებით, 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე  ქართული კომპანიები მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.  

პრემიერ-მინისტრმა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზე შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც  საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა შეარჩიეს

"Rough Guide"-ის გზამკვლევის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყნის სტატუსი შოტლანდიას ერგო. ამის შესახებ გაზეთი "Daily Record" იუწყება.

 

სს „საქრუსენერგოს“ ტექნიკა და თანამშრომლები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

სს "საქრუსენერგოს" კუთვნილი ტექნიკა და თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში, ასევე განაგრძობენ მონაწილეობას სტიქიის შემდგომ გაწმენდით სამუშაოებში.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics