12:05 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა

ორთაჭალაში, აბანოთუბანთან წუხელ მკვლელობა მოხდა.

ლვოვის სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მესაზღვრეები და სამართალდამცავები მივიდნენ

უკრაინაში, ლვოვის სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები მივიდნენ.

 

1 დოლარი დღეს, 2.4616 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
მეტროსადგურ „პოლიტექნიკურის“ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

მეტროსადგურ „პოლიტექნიკურის“ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. 

გახარია: აქცენტები, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა

„EBRD - ისპრეზიდენტის ეკონომიკური ზრდის შეფასება იყო 3,8%, ჩვენ დღეს, 7 თვის მონაცემებით, უკვე 4,4% გვაქვს, თუმცა, მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც EBRD - ის პრეზიდენტმა გააკეთა“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი: DCFTA საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება

"საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA). სააგენტო Moody's-ის განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას

„საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას," - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სარეიტინგო კომპანია MOODY’s -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო  მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა.

 

თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება
დაშავებულ სამხედროს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსიის შექმნას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა.

 

„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“- ხვალ ღონისძიებების ციკლი სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება

„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ორგანიზებით აღნიშნული პროექტი ტრადიციად იქცა და წელსაც,  თბილისის მერიის ხელშეწყობით,  ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დასაფასებლად და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფის მიზნით 12 სექტემბერს ღონისძიებების ციკლი სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება.

გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს,  ეს სათქმელი არის ორმხრივი და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ  ის რეფორმები,  რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ახორციელებს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაციას შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმართან. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics