21:30 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა. 
საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები, 20 სექტემბრის ჩათვლისთ, საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო და თბილს ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +33 გრადუსი სითბო  იქნება,  ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 სექტემბერს +34 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19-20 სექტემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება.

კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, აზიურ ფაროსანას ერთიანი ძალებით მოვერევით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას,  მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანას მიერ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, მავნებელს გაუმკლავდებიან:

პრემიერი სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობას: სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერა გექნებათ

სახელმწიფოს მხრიდან თქვენ გექნებათ უწყვეტი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ რეგიონის გაძლიერება და თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარდგენისას განაცხადა.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, მამაკაცი გადმოვარდა
ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) იწყება

17-24 სექტემბერს,  ბათუმში საავტორო ფილმებისმე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) ჩატარდება.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.

ხახაბოს მთაზე ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება

ხახაბოს მთაზე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების მუშაობის შედეგად, ცეცხლის გავრცელების არეალი არ გაფართოებულა,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ლევან მაკალათია: მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩემი დაუღალავი შრომით, ძალიან ბევრ მიზანს ერთად მივაღწევთ
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რეგიონში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს.

პრემიერმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა
ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასუტრეს.

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ”ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

სანდრო ეულის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics