"მინსკის მოლაპარაკება საქართველოსთვის გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენას ახდენს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო მინსკში მიმდინარე შეხვედრას ყურადღებით აკვირდება.
„საქართველოს ნატო-ს ღირსეული საწვრთნელი ცენტრი ექნება“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული მერიის თანამშრომელი ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია.
„სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე გრიგალაშვილისა და ზუმბაძის საკითხზე თავი შევიკავოთ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 101 წლის ჯემილე ჩახვაძეს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1 000 ლარი გადაეცა.
ნახევარ ლიტრიან ლუდზე აქციზი 20 თეთრის ნაცვლად 10 თეთრით გაიზრდება.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მინსკის მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More