20:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კვირიკაშვილი: ძალიან გული მწყდება, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი მერიაში გადადის

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს. 

საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს

„საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა.

1 დოლარის ღირებულება 2.10 ლარს შეადგენს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით კვლავ გამყარდა.

V ქვეითი ბრიგადის სასწავლო აუდიტორიაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სასწავლო აუდიტორიაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს.

 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება

„ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება“,-ამის შესახებ ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
 

უკრაინაში დღეს გლოვის დღეა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  5 მარტი ზასიადკოს მაღაროში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემოთ  გლოვის დღედ გამოაცხადა. 
 

დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება.  

გზის ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მარკ გრიფიტსი: საქართველოს ეროვნული ბანკი კარგად მუშაობს

სავალუტო ფონდის მისია ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს.
 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან გამოსვლის ორ გზას სთავაზობს

საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისია საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან ორ გამოსავალს სთავაზობს- ან გაზარდოს გადასახადები,  ან შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები.
 

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული, სენაკში მცხოვრები მალხაზ ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე დააკავეს.
 

ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
 

უსუფაშვილი: სენატორ ჯონსონისგან მივიღეთ გზავნილი, რომ ყველაფერს გააკეთბეს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს

„მივიღეთ მკაფიო გზავნილი სენატორ ჯონსონისგან იმის თაობაზე, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატების-ის სენატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი გედენიძეს აქციის ორგანიზატორები ბოდიშს უხდიან

ყოფილი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის  ორგანიზატორები  ნაცემ ფოტოჟურნალისტს ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან და დამნაშავის დასჯის პირობას დებენ.
 

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა  რეზო ჩახავამ და მისმა მოადგილემ მარიამ შელეგიამ   თანამდებობები  დატოვეს.
 

მედიის განვითარების ფონდი ირაკლი გედენიძეზე განხორციელებული ძალადოების გამოძიებას ელის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics