03:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ფოთის ნავმისადგომთან გემის მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის ნავმისადგომთან  გემის მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

 

ხადური: პოლიციელების სოციალური დაცვის პირობების სამხედროებისას გათანაბრების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში უკვე არსებობს

პოლიციელების სოციალური დაცვის პირობების სამხედროებისას გათანაბრების თაობაზე  კანონპროექტი  პარლამენტში უკვე არსებობს,-ამის შესახებ საქართველპოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინდია ჯანელიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომას ესწრება

პარლამენტში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. 

 

ვახტანგ კაპანაძე დაკავებულ თავდაცვის თანამშრომლებზე: ამ საქმის დასრულება ძალიან მაინტერესებს

„ჩვენი პოზიციაა, რომ სამართალმა პური ჭამოს“, - ამის შესახებ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

 

ვახტანგ გომელაური ე.წ. მოსმენების გასაღებზე: თუ არ გვექნება რაღაც ბერკეტი, ძალიან გაგვიჭირდება და ბევრი თემა გაფუჭდება
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალგზარდული ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტთან მინდია ჯანელიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ

თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგზარდული ორგანიზაცია აქციას „ქოლგით ქვეყანას ვერ დაიცავ“ მართავს.

ვახტანგ გომელაური: გამოძიების დასრულების შემდეგ გეტყვით, ვინ შეუძინა ბილეთები არასრულწლოვანს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთში ქართველი არასრულწლოვანის  გადაყვანის ფაქტს  კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 

დადიანის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეზე მეტია მიმდინარეობს

დადიანის გამზირზე ე.წ. გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7  თვეზე მეტია მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილი: სირცხვილია უკიჟინო ადამიანს, რომელმაც ქველმოქმედებაში მილიარდი დახარჯა

„სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯული, უკიჟინო, რომ კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდეს და დააბრალო, რომ რაღაც შეღავათებით ისარგებლებს“,-ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შეღავათების დაფინანსების კომენტირებისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური: შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით

"შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით, კვლავ ძებნის სამუშაოები  მიმდინარეობს",-ამის შესახებ შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კორტების საქმეზე სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ

„ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური: ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, უბრალოდ ასეთი ფონია შექმნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.

ვარკეთილში ქალბატონს ტრაილერი დაეჯახა

თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ტრაილერი დაეჯახა.

საქართველო National Geographic-ის 50 ყველაზე საინტერესო ქვეყანათა სიაში მოხვდა
ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმმარველობის არჩევნებში კოალიციის საარჩევნო სიის 1 ნომრად სახელდებოდა

ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე,  რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ კოალიციის ერთ - ერთ შეკრებაზე წარდგენილ საარჩევნო სიაში  პირველი ნომერი თავად, ხოლო მე-7 ნომერი გია უდესიანი იყო.

დაუბეგრავი მინიმუმით უკანონოდ სარგებლობისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების  ფაქტზე დააკავა მოქალაქეები, ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, ლევან შურღაია და გრიგოლ ძაგანია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics