11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
43-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში სამოქმედო რაიონი V-ე ბრიგადის 51-ე ბატალიონისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა.

 

ელგუჯა ხოკრიშვილი წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი კორეაში, ქ. გიონგჯუში წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო.

 

51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის  51-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

 

პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 78 მჯსავრდებული შეიწყალა.

 

შსს-მ ზესტაფონში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1979 წელს დაბადებული ლევან ც, 1986 წელს დაბადებული ლევან ფ, 1986 წელს დაბადებული გიორგი ფ. და 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.

 

„ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნები უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

ბერლინში გამართული ე.წ. „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმების შესრულებაზე შეთანხმდნენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, როდესაც ქართულის ენის სტატუსს საფრთხე არ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას
პირველად საქართველოში, „თიბისი ბანკი” მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს

„თიბისი ბანკმა“ მომსახურების ინოვაციური პლატფორმა დანერგა - ამიერიდან „თიბისი ბანკის“ მიკრო და აგრობიზნეს მომხმარებლებისთვის სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, საკუთარ სამუშაო ადგილზეა შესაძლებელი.   

 

მარტინ ლიდეგორდი: ვიბრძოლებთ, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს

„ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს, ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა.

მარტინ ლიდეგორდი: რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადწყვეტას არ უნდა ველოდოთ

„რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადწყვეტას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა.

 

გჟეგოჟ სხეტინა: ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ  ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი, რისი განხილვაც დიდწილად რიგის სამიტზე მოხდება“,-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინიმ   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 

მარგოტ ვალსტრომი: ჩვენ მხარდასაჭერად ჩამოვედით, მაგრამ მოთხოვნებიც გვაქვს

"ჩვენ მხარდასაჭერად ჩამოვედით, თუმცა ცოტა რთულად დგას საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს“, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველ, დანიელ და პოლონელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

თამარ ბერუჩაშვილი: რიგის სამიტამდე მინისტრების ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მარტინ ლიდერგორდს, გჟეგოჟ სხეტინას  და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა. 

 

თამარ სანიკიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება

„ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვა ამ ეტაპზე არ დასტურდება“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დონდუა: საოკუპაციო ძალამ, უარი თქვა ისეთ ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება

საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება“, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics