05:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს

„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს.

 

გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა დასრულდა

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

ალექსანდრ ლუკაშენკო მარგველაშვილს: მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც, რომ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ

 "მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც იმისათვის, რომ ჩვენ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ",-ამის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

„ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს მსახიობი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს თეატრისა და კინოს მსახიობი, პოეტი, ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდა.

 

დავით ნარმანიას ინფორმაციით, პრობლემური პროექტების განახლების პროცესი დაწყებულია

„პრობლემური პროექტების განახლება დაწყებულია“,- ამის შესახებ  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს საინვესტიციო გარემოს კომენტირებისას განუცხადა. 

 

სიერა–ლეონეს გემის კაპიტანი ფოთის ნავსადგურის ფეკალური წყლებით დაბინძურებისთვის დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,  სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი  65 000 ლარით ფოთის ნავსადგურის სამეურნეო ფეკალური წყლებით დააბინძურებისთვის დააჯარიმეს.

 

„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით 11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს

საგამოფენო  ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით,  11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. 

 

ალექსანდრ ლუკაშენკო: მრცხვენია, რომ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში არც ერთხელ ჩამოვსულვარ

"მრცხვენია, რომ ერთხელ არ ჩამოვსულვარ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში სოხუმის გარდა,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი ლუკაშენკოს: დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საფუძველი იქნება

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საფუძველი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა. 

მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები დასახელდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში(N002-2015)  გამარჯვებული 2 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვითა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

ნოდარ ხადური: ბიუჯეტის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილებას 1–2 თვეში მივიღებთ

„ბიუჯეტის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილებას 1–2 თვეში მივიღებთ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს „თბილისის მერიოტში“ განუცხადა, სადაც ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. 

შსს-მ ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ლევან წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, პეკინის ქუჩაზე დააკავეს.

 

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა კომისიის წევრებმა შიდა ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრები - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე და შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

ფრანსუა ოლანდი: რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია

„რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია“,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ანგარიშს წარადგენს

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქ. ბათუმის პოლიკლინიკების და საავადმყოფოების ხელმძღვანელებს, ასევე აცრებზე პასუხისმგებელ პირებს წარუდგენს ანგარიშს - „აჭარაში მართვადი ინფექციების მიმართ აცრებით მოცვის მაჩვენებლების შესახებ“. 

 

ალექსანდრე ლუკაშენკომ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შვილთან ერთად  ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავიგვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics