14:37 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სოლიდარობის ფონდმა 88 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა

სოლიდარობის ფონდმა ამ ეტაპზე 88 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა, მათგან 40 საზღვარგარეთ გაიგზავნა.

 

ირაკლი შოთაძე: გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა, სრული აფსურდია

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება სრული აფსურდია, მაგრამ პროკურატურამ როინ ასანიძის დნმ-ის ნიმუშების საექსპერტო კვლევის გადაწყვეტილება თავად ასანიძის სურვილის გამო მიიღო.

 

ბიზნესასოციაცია: ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებისათვის ერთად საკმარისად არ მუშაობენ

საქართველოს ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნულ ბანკი ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ერთად საკმარისად არ მუშაობენ.

 

განათლების მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა

განათლების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე უწყებასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.

 

თინა ხიდაშელი: არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს

არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყავთ თავის ვალდებულებებს ვერ განახორციელებს.

 

წულუკიანი: ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა

ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდეობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

განათლების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას მართავს.

 

შალვა შავგულიძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრ შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის წევრები შეიცვალონ.

 

ხიდაშელი: ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა იყო

ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, საუკეთესო აღმოჩენა იყო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ელგუჯა ხოკრშივილის მიერ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას.

 

პაშა ბანკი - ბრიუსელის ბიზნესკონფერენციის სპეციალური პარტნიორი

27 აპრილს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და ევროსაბჭოს ეგიდით ქ. ბრიუსელში გაიმართა ბიზნესკონფერენცია.

 

შუახევში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა

Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს.

 

"ელიტ ელექტრონიქსი" 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა

“ელიტ ელექტრონიქსი” 100 წარმოდგენილ კომპანიას შორის 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა.

 

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს განიხილავს

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება.

 

საქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება

საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში,  ლევან ნიჟარაძე კატმანდუში იმყოფება.
 

ელგუჯა ხოკრიშვილმა გადადგომის მიზეზები განმარტა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics