20:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბიძინა ივანიშვილი: ეჭვი მაქვს, ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა

„ეჭვი მაქვს, ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს  ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც „საზოგადოება 2030“ –ის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.

 

ირაკლი ალასანია: ივანიშვილმა პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის ძალიან გახშირებულია.

 

ალასანია: თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს.

 

დავით ნარმანია: ბიძინა გიორგობიანი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს

თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს.

 

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია. 

ბიძინა ივანიშვილი: ახალი მთავრობა ნდობას მიიღებს

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მთავრობას ხელახალ ნდობას გამოუცხადებს, რადგან მისივე თქმით, „ კოალიცია დღეს არის უმრავლესობა“. 
 

ბიძინა ივანიშვილი: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მზარდი იყო

„2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მზარდი იყო“,-ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 

ივანიშვილს ლევან ყიფიანის და სპორტის კომიტეტის წევრების შერიგების მცდელობა ჰქონდა

ყოფილ პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის წევრების შერიგების მცდელობა ჰქონდა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. 

გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსზე ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია

ლარის კურსზე ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოაველეობის შემსრულებელმა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო

„ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო. მან თავი გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა“, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას. 

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიღო.

 

ვილჰელმ მოლტერერი: ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეფორმირების პროცესს ყოველთვის მხარს დაუჭერს

„ჩვენ საქართველოსადმი ყოველთვის გვქონდა ნათელი და მტკიცე მხარდაჭერა და ჩვენი მხადაჭერა ქვეყნის რეფორმების პროცესებისადმი ყოველთვის იქნება“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა თბილისში, ბანკის ოფისის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილი: ნოდარ ჯავახიშვილმა შევარდნაძის დროს ვალუტის კურსი დაიჭირა
თბილისის მერიაში ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება

დედაქალაქის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება. 

საგარეჯოს მიმდებარედ, კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს

ეროვნული  სატყეო სააგენტოს  თანამშრომლებმა,   საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  მიმდებარედ,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს.  ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული  50 ერთეული ტომარა ნახშირი.

 

ირაკლი ღარიბაშვილი შეიარაღებულ ძალებს დაარსების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი შეიარაღებულ ძალებს დაარსების დღეს ულოცავს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics