შსს-ს თანამშრომლებმა პანსიონის აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქობულეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის სოციალურად დაუცველ აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. აღნიშნული პანსიონი ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით ფუნქციონირებს.