დღეს, 15:00-დან 19:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის დახურვას დაესწრნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგი - „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ - ჩატარდა.
იდეების ეპიდემია თბილისში - TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება. საქართველოს ბანკის სათავო ოფისში დღეს #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია.
თიბისი გალერეაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, „ხატვის მაგისტრები" გაიხსნა.
სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში ბიზნეს კაფეს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულმა რეზოლუციის პროექტმა ცხარე კამათი გამოიწვია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More