„პატრიოტთა ალიანსი“ და ინტერპარტიული ჯგუფი შესაძლოა, არჩევნებზე კოალიციის ფორმით წარსდგნენ
„ დღეს ჩამოვაყალიბეთ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ვიმოქმედოთ ერთობლივად, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ისე არჩევნების დღეს“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანეგო ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ინტერპარტიული ჯგუფის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მიიღო.