10:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თინა ხიდაშელი: ჩვენ უფრო მეტი წვრთნებისთვის ვემზადებით

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ოფიცილურად დადასტურდა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები აბსოლუტურ მზადყოფნაშია და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის რეჟიმში მუშაობს.

 

გიორგი მარგველაშვილი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში კელი კლემენსს შეხვდა.

 

სესიაშვილი: პოლიციელების მიმართ მადლიერების განცდა უნდა გქონდეთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები კორცხელში სიტუაციის განმუხტვას მაქსიმალურად ცდილობდნენ.

 

გრუშკო: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ Russia Today ნატო-ში რუსეთის ელჩზე ალექსანდრ გრუშკოზე დაყრდნობით იუწყება.

 

ხეჩიკაშვილი: თუ კორცხელის ინციდენტში სპორტსმენების მონაწილეობა დადასტურდება, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თუ კორცხელში მომხდარ დაპირპისრებაში სპორტსმენების მონაწილეობა დადასტურდა, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება. 

 

პრეზიდენტი: ჰუმანიტარულ სამიტზე მოგვეცა შესაძლებლობა, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მსოფლიო ლიდერებთან გვესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მუშაობაში მონაწილეობა შეაჯამა და სტამბოლში გამართულ სამიტს, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.

დონბასში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანზე ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება. 

გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესიდის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესედის შეხვდა. 

სესიაშვილი: მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ რიგში ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის  ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ნატოს  წევრობის რიგში წინ წაიწია.

 

ნადირაშვილი: კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მონაწილეობდა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივან ირამა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა.

 

ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისია შედგება

„პირველად ისტორიაში  ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისია შედგება“,-ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ჯეიმს აპატურაიმ გააჟღერა.

 

მღებრიშვილი: ასეთი ცინიზმითა და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.

 

მღებრიშვილი: სასამართლოს უახლოეს დღეებში მივმართავთ, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებულების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ, რათა გასცეს განჩინება კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

 

„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადება უფასოდ შეეძლებათ

„საქართველოს ბანკის“ და კომპანია „ნებულას” შორის თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, საშუალება ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა nebula.ge-ზე სრულიად უფასოდ მოემზადონ.

 

დავით ნარმანიამ „მზიურის“ განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად მზიურის პარკის ტერიტორიაზეიმყოფებოდა, სადაც პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics