19:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ახალი საქართველო“: ჩვენი მხრიდან არანაირი კვერცხების სროლა არ ყოფილა - უბრალოდ, კვარაცხელიას სირცხვილის დერეფანი მოვუწყვეთ

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმოამდგენელი გიგა გლუნჩაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათ წევრებს „სოციალისტურ საქართველოს“ წარმომადგენლებისთვის კვერცხები არ უსვრიათ და სირცხვილის დერეფანი მხოლოდ ვალერი კვარაცხელიას გაუკეთეს.

 

მანანა კობახიძე: ქორწინების ცნების განსაზღვრა არჩევნებს არ უკავშირდება

ძალიან არ მინდა, ეს ქორწინების ცნების განსაზღვრის საკითხი არჩევნებს დაუკავშირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ექპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც აღნიშნა: „ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში.“

 

გია ვოლსკი: ქვეყანაში სიტუაცია რომ აირიოს ერემაძე აგებს ამაზე პასუხს? რას ქვია შეფასება არ გავაკეთო?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან ერემაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით, რომლის სურვილიც მხოლოდ ორ მოსამართლეს ჰქონდა, სახელმწიფოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნებოდა.

 

ბათუმში ენმ-სთან გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ფეთჰულა გიულენის ფიტული დაწვეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

 

"კომუნისტური პარტიის" ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრების მიერ   „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს  შეკრების საწინააღმდეგო აქციის დროს,  პოლიციამ "ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავა.

 

ბათუმში ენმ-ის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს (ვიდეო)

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს.

 

თელავში ვალერი კვარაცხელიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

„ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრება გააპროტესტეს.

 

ქეთევან ერემაძე: პრინციპულად არასწორია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ ესხმიან თავს მოსამართლეებს

პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს,  - ასე უპასუხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძემ პოლიტიკურ წრეებში მათი მისამართით გაკეთებულ შეფასებებს.

 

„ვითიბი ბანკი“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ , სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს მონაწილეობას პროექტში VTB Generation.

 

მეჭიაური: დავუკავშირდი იგორ მოროზოვს, ის ცდილობს სოფელ ქვეშის მკვიდრის დაკავების დეტალებში გაერკვეს

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ქვეშში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმესთან დკავშირებით, ბათუმში მყოფ რუსეთის დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს დაუკავშირდა.

 

პრემიერი: ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ კონსტიტუციაში ქორწინების საკითხზე ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ

ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

კვირიკაშვილი: ფაქტია, რაღაც დამატებითია საჭირო, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ

“საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც რეგიონალურ ეკონომიკებში საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა   სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე  როდრიკის ფორუმზე სტიყვით გამოსვლისას განცხადა.

 

ქართული ენის შესასწავლად საქართველოს ფერეიდნელი ქართველების ჯგუფი სტუმრობდა

ვარდების ბაღში, ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შესასწავლად საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი ქართველების გაცილების საღამო გაიმართა.

 

პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროს ეწვივნენ
1 დოლარი 2.3470 ლარი ღირს
დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეჯოში უცხოური ინვესტიციით შექმნილი ორი მეურნეობა დაათვალიერა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ახლოს მდებარე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ორ მეურნეობას ეწვია, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მას თან ახლდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics