00:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბარამიძე: აშშ-ის კონგრესმა ქართველებს აჩვენა, ვინაა ჭეშმარიტი მეგობარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, აშშ-ს კონგრესმა ქართველ ხალხს  ნათლად აჩვენა, თუ ვინაა მათი ჭეშმარიტი მეგობარი და რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, დეოკუპაცია, ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული განვითარება.

 

ჩიქოვანი: ევროატლანტიკური არჩევანის უზრუნველსაყოფად, პარტნიორების უპირობო გვერდში დგომა უმთავრესია

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“  თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  კარგია, რომ აშშ  საქართველოში არც ერთ მოვლენას უყურადღებოდ არ ტოვებს.

 

ივანიშვილი: ოპონენტებს უნდათ, ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ

ოპონენტებს უნდათ, რომ ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას.

 

არასამთავრობოები აუდიტის სამსახურს ივანიშვილის გადაცემათა ციკლის შესწავლას სთხოვენ
ნოდარ კერესელიძემ რიგაში ქართულ სტენდთან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა

ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში  საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი  ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” გაიხსნა, სადაც ქართულ სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსს უმასპინძლა.

 

ივანიშვილი: ხეზე სურთ აქცენტის გადატანა, თითქოს, ივანიშვილს სხვა საზრუნავი არ გააჩნია

მე ჩვენი ისტორია და კულტურა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, რომ ამ სფეროებს როგორმე დავეხმარო.  500-ზე მეტი კულტურული ძეგლი აღვადგინეთ და ეს არავინ არ იცის. სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ თითქოს, ივანიშვილს მეტი საზრუნავი არ გააჩნია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

 

ვოლსკი: რეზოლუცია არის გამოხატულება იმისა, თუ სადაა წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ არავინ უნდა გადაკვეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ  საქართველოს  მყარი მოკავშირეები ჰყავს და კითხვის  ნიშნები მოკავშირეობასთსან, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, აღარ არსებობს.

 

თამაზ მეჭიაური: ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება უპასუხისმგებლობაა

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ამერიკის ბაზები განლაგდება, ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოყვეს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.

 

არჩილ თალაკვაძე ამომრჩევლებს შეხვდა
სესიაშვილი: აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის დამატებითი ძალაა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აშშ-ს მიერ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება  დამატებითი ძალაა იმისათვის, რომ  საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინონ.

 

სესიაშვილი: დღეს მეტი ნატოა საქართველოში და ეს ყველას გვახარებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს წევრი  ყველა სახელმწიფო  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

 

უსუფაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეზიდენტის კანდიდატია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეზიდენტის ერთ-ერთი კანდიდატია.

 

უსუფაშვილი: ამერიკის ახალი პრეზიდნეტი ვინც არ უნდა გახდეს, საქართველოსთან ურთიერთობები მეტად გააქტიურდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით,   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია დიდი ხანია მზადდება და მნიშვნელოვანია, აშშ-ს მკონგრესმა ის ახლა მიიღოს.

 

გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებს შეხვდა
დავით უსუფაშვილი: ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს

„ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს. შეგვპირდნენ, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა საქართველოში და ეს პირობა შესრულდა”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics