15:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-”Bus Lane”)  დაიხაზა.

სავალან მირზოევი ლემშვანიერას, ნაგებისა და ლელაშხას მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრობს.

კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღეცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება მოაწყონ

„არავის არაფერი გამოუვა, ჩვენი მიზანია არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება“,-ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ხონში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ

სასპორტო სკოლებში არსებული პრობლემების უკეთ გაცნობისა და მოგვარების მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხონში ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით შეხვდა.

ცისკარიშვილი ფარულ ჩანაწერზე: ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება

„ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის  შეჯამება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი  ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

ბარამიძე ჩანაწერებზე: აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

„დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ ინტერნეტით გავრცელებულ  აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  რევოლუციოურ სცენარს განიხილავენ.

პრემიერი: მნიშვნელოვანია , რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ

მნიშვნელოვანია  რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

1-ლი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

„ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

იან კელი: თუ ეს დანაკლისი შეივსება, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს
საქართველოს ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით უცხოელი ჟურნალისტები ეწვივნენ

ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ, პორტუგალია, ჩინეთი) ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით საქართველოს ესტუმრა.

დევნილთა მინისტრის მოადგილეებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს
ავღანეთში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები დააჯილდოვეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

დავით ნარმანიამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ლევან იზორია: გონივრული პოლიტიკით შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

რამაზ საყვარელიძე: “ენმ” რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, არ არის გამორიცხული ისევ ძველ ხერხებს მიმართოს

„ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომ არ არის გამორიცხული ისევ ძველ ხერხებს მიმართოს, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics