20:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველო ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ტურების განხორციელება შეეძლება”, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველომ და პაპაუა ახალი გვინეის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის ელჩმა ჩარლზ ლეპანიმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს.

ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა
არასამთავრობოები აფეთქებაზე: აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ თბილისში მომხდარ აფეთქების ფაქტს ეხმაურებიან.

ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისათვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღრიცხვა იწყება

შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის  დასაქმებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს.

ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება

“ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნოდარ ხადურმა და ბიულენთ თუფქენჯიმ თბილისის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, თურქ კოლეგასთან, ბიულენთ თუფენქჯისთან, მის ოჯახთან და თურქეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულა.

პრეზიდენტმა დეპუტატის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები-ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.

გაო ხუჩენი: ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს

„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის ევრაზიის რეგიონში პირველია”, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

თეა წულუკიანმა ონში რიგით მე-19 იუსტიციის სახლი გახსნა

დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა

„საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აუქციონზე 33 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

გვენეტაძე ჩანაწერებზე: გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შედეგებს
ნოდარ ჯავახიშვილი და გიორგი ლილუაშვილი ხონში მოსახლეობას შეხვდნენ

რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.

შალვა კიკნაველიძე აეროპორტში გამარჯვებულ სპორტსმენებს დახვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics