უსუფაშვილი: ვვარაუდობ, მე და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს
პარლამენტის თავმდომარის დავით უსუფაშვილის ვარაუდით, ის და „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის სამსახურში საქმიანობას სხვადასხვა ფლანგიდან გააგრძელებენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.