04:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერი: თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება დაზარალებულ ხალხს გავუნაწილოთ

„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება უკლებლივ გავუნაწილოთ დაზარალებულ ხალხს, - ამის შესახებ ერთ-ერთმა აქციონერმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ზვიად ქაწაშვილი: შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ იყო გამართული იმ დონეზე, როგორც უნდა ყოფილიყო

უახლოეს საათებში ვფიქრობთ, რომ ხანძარი მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მერიასთან შეკრებილი მოვაჭრეები - თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას დავიწყებთ

თბილისის მერიასთან შეკრებილი მოვაჭრეები განადგურებული ნივთების საფასურის ანაზღაურებას ითხოვენ.

 

პრეზიდენტი: ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას

პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 

პრეზიდენტი „გაზპრომზე“: ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა

პრეზიდენტის სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, დღეს უკვე, თითქმის აღარავინ დაობს იმაზე, რომ „გაზპრომთან“ ახალი  პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება, ძველზე უარესია.

 

პრეზიდენტი: ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც კონტროლის მყარი მექანიზმები უზრუნველყოფილი იქნება.

 

დაზარალებული მოვაჭრეების საცავებთან შეშვება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„ბავშვთა სამყაროში“ დაზარალებული მოვაჭრეების საცავებთან შეშვება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

მერიასთან „ბავშვთა სამყაროს“ ქვედა ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან „ბავშვთა სამყაროს“ ქვედა ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ.

 

დავით ნარმანია: კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს

თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებზე მსჯელობენ.

 

„გაზპრომი“ ლატვიური გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 34%-ის მფლობელი გახდა

 „გაზპრომი“ ლატვიური გაზის ტრანსპორტირებისა და გაზსაცავის ოპერატორი კომპანიის Conexus Baltic მეწილე გახდა.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი ახალი პროგრამა იწყება

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც  კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს.

 

ლაშა აბაშიძე: ამ დროისთვის, 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონება საცავიდან გამოიტანა

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონების საცავებიდან გამოტანა შეძლო.

 

ნარმანია: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ.

 

ლაშა აბაშიძე: გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი დაიწყო
ლევან იზორია: საქართველოდან შორს თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს
„ნაციონალური მოძრაობა“ 2 თებერვალს დევნილთა სამინისტროსთან აქციას გამართვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics