18:52 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კალაძე: დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ

„ეს არიან ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას“,-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე ქსანი-სტაფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია, თუმცა უმრავლესობა (72 პროცენტი) თანხმდება, რომ ქვეყანა ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. მოსახლეობა, ასევე, ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ: 69 პროცენტი მიიჩნევს, რომ შემდეგი თაობა უკეთ იცხოვრებს.

 

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პარლამენტში მაჟორიტარები უნდა შენარჩუნდნენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის,  47%-ის აზრით, პარლამენტში მაჟორიტარები  უნდა შენარჩუნდნენ.

 

NDI: გამოკითხულთა 84%ის აზრით, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის,  84%-ის აზრით, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს.

 

კვლევის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 14% აფასებს

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა14% აფასებს, კარგად 44%, საშუალოდ 23%, ცუდად 6%, ძალიან ცუდად 1%, 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

 

NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგში პრეზიდენტი ლიდერობს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად პრეზიდენტის საქმიანობას აფასებს(24%), შემდეგ ადგილზეა პრემიერ- მინისტრი (22%), მას მოსდევს რეიტინგით პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის საქმიანობასაც "კარგად" გამოკითხულთა 14% აფასებს, ყველაზე ნაკლებად  თბილისის მერის საქმიანობაა შეფასებული.

 

ქართულმა პავილიონმა „ვენეციის ბიენალეზე“ დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით,  ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" წარსდგა.

 

NDI: გამოკითხულთა 63% თვლის, რომ დაუსაქმებელია

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის, 63% - ის განცხადებით,  თავს დასაქმებულად არ თვლის. კვლების თანახმად, კითხვაზე-თვლით თუ არა თავს დასაქმებულად,  მხოლოდ 37% აღნიშნა, რომ დასაქმებულია.

 

გიორგი გახარია: საქართველო განსაკუთრებულ როლს შეასრულებს აზია–ევროპის ეკონომიკური კავშირების განვითარებაში

საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოხსენება გააკეთა თემატურ პანელზე „ვაჭრობა დაბრკოლებების გარეშე“, რომელიც პეკინში, გლობალური ფორუმის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში გაიმართა.

 

NDI: გამოკითხულთა 31%-ის შეფასებით, ქვეყანა განვითარების მხრივ, არ იცვლება

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% - ის აზრით, ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე-როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა- 31% ამბობს, რომ არ იცვლება.

 

საქართველოს ფოსტა მაღალ მთიან რეგიონში სერვის ცენტრს ხსნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა" დღეს, 13:00 საათზე, ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვის ცენტრს თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის.

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.ლ. თბილისში, 26 მაისის მოედანზე დააკავეს.

 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით სიხარულიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. 

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. 

18 მაისის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო იყო და რჩება აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics