22:29 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ვეცდებით, ძალღონე არ დავიშუროთ“ - დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე The Washington Post-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

 

ამერიკულ კომპანია SSA Marine-ს ანაკლიის პორტი 20-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ოპერატორთან, მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. 

 

პრემიერი: საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის გვერდით, როდესაც საქმე მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხება

„უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ ტრამპის, პირადად თქვენი ბატონო ვიცე-პრეზიდენტო და ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს

„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ჯანელიძე: დადასტურდა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერით აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით ძალიან  ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

 

პრემიერი: აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში

პრემიერ-მინისტრ გიორგი  კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

მაიკ პენსი: პრეზიდენტი ტრამპი და მე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

„პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

 

მაიკ პენსი: საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მაიკ პენსი: ღრმად მწამს, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია.

 

კვირიკაშვილი მაიკ პენსს: თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა

„თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია“,-ასე მიმართა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე -პრეზიდენტს მაიკ პენსს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერნციაზე.

 

მაიკ პენსი ილია მეორეს შეხვდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

მაიკ პენსი: აშშ მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნებს, რომლებსაც ექნებათ პრეტენზია, ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი

აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

 

გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

 

ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალს დაესწრო

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დღეს საღამოს ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოგეშვარ სანგვანს შეხვდა.

 

გიორგი მარგველაშვილი და მაიკ პენსი „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დღეს წვრთნების „ღირსეული პარტნიორი" ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდება და მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართავს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics