პრემიერი: აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა თვალებში უდნა ჩავხედოთ ერთმანეთს და შევრიგდეთ
„დღეს არის უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.