ნიუ-იორკში, The National Jazz Museum in Harlem-ში, მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯონათან ბატისტას პირადი მოწვევით, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანი გიორგი მიქაძე ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს.
პროექტის „Check In Georgia“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთების შეძენისას უცხოეთიდან 1000-ზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა.
თიბისი გალერეაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, „ხატვის მაგისტრები" გაიხსნა.
ანსამბლ "ბასიანს" 16-წლიანი ისტორია აქვს - არაერთი ალბომით, აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით და საერთაშორისო აღიარებით. 200-ზე მეტი კონცერტი 20-მდე ქვეყანაში, გამოსვლები საერთაშორისო ფესტივალებზე და მსოფლიოში ცნობილ საკონცერტი დარბაზებში, მათ სორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჯულ ნიუ-იორკის ლინკოლ-ცენტრის სცენაზეც.
10 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის „ივენთ ჰოლში" ჯაზ ვოკალისტის გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი გაიმართება.
31 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“ გაიხსნება.
„თიბისი ბანკისა“ და ელექტრონული წიგნების სახლის „საბას" მხარდაჭერით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მრავალჟანრობრივ ფესტივალს, „ ფანARTს" გამართავს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More